2018-05-07 11:49:53
რუსეთის მთავრობა გადადგა
  • რუსეთის მთავრობა, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცის შემდეგ, კონსტიტუციის შესაბამისად გადადგა.

    შესაბამის განკარგულებას ხელი დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.

    ამიერიდან მედვედევის კაბინეტი ფუნქციების შესრულებას ახალი კაბინეტის არჩევამდე გააგრძელებს.

    რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას წარმოადგენს 9 ვიცე-პრემიერი და 22 ფედერალური მინისტრი.

    რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, ვლადიმირ პუტინი უკვე 8 მაისს დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მათი თქმით, ის კვლავ დიმიტრი მედვედევი იქნება.

     

    pia.ge





  • სოციალური ქსელი
    ამინდი
    თბილისი
    ახლა: +8


    ხვალ: +10
    ზეგ: +9
    Facebook
    NewsMania
    საინფორმაციო პორტალი