2018-01-22 06:15:58
პრაღაში სასტუმრო Euro stars David-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა
  • 4-მდე გაიზარდა პრაღაში სასტუმრო Euro stars David-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ექიმების შეფასებით 3 მათგანის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

    სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

    ცეცხლი, ქალაქის ცენტრში მდებარე 4 ვარსკვლავიან სასტუმროს კვირას ღამით გაუჩნდა. შენობაში ამ დროს 50 ადამიანი იმყოფებოდა. გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.

     

    rustavi2.ge

     





  • სოციალური ქსელი
    ამინდი
    თბილისი
    ახლა: +8


    ხვალ: +10
    ზეგ: +9
    Facebook
    NewsMania
    საინფორმაციო პორტალი