5 მაისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ატელიე „მაიკო ალანიას“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის და ატელიე G.M-ის მამაკაცების კოლექციის ვიდეო როგოლის გადაღება გაიმართა

სამოდელო სააგენტო გოლდენ ბრენდი ატელიე G.M-თან, რომლის იმიჯ მეიკერიცაა ნინო ვარდიაშვილი და ატელიე „მაიკო ალანიასთან“ ერთად 30 მაისს დაგეგმილი გრანდიოზული ჩვენებისთვის ემზადება.

გოგონების და ვაჟების დაახლოებით 40-მდე ლუქი შეკერვის პროცესშია. 5 მაისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ატელიე „მაიკო ალანიას“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის და ატელიე G.M-ის მამაკაცების კოლექციის ვიდეო როგოლის გადაღება გაიმართა.

                                                                              

გიორგი მასხულიამ NewsMania-სთან საუბრისას 30 მაისს ჩვენებასთან ერთად ჟურნალ „G.M სთარის“ პრეზენტაცია დაანონსა. ღონისძიებაზე ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი ბლოგერი არის მოწვეული. ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი უკვე ჩამოსულია და თვალს ასდევნებს ლუქების შეკერვის პროცესს. ჩვენებაზე მიწვეულნი არიან ქართველი სელებრითებიც, სადაც სტუმრების წინაშე საუკეთესო ლუქები წარსდგება. ჩვენება სასტუმრო რედისონში გაიმართება და პერფორმანსით დასრულდება.