რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის მთავრობა, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცის შემდეგ, კონსტიტუციის შესაბამისად გადადგა.

შესაბამის განკარგულებას ხელი დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.

ამიერიდან მედვედევის კაბინეტი ფუნქციების შესრულებას ახალი კაბინეტის არჩევამდე გააგრძელებს.

რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას წარმოადგენს 9 ვიცე-პრემიერი და 22 ფედერალური მინისტრი.

რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, ვლადიმირ პუტინი უკვე 8 მაისს დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მათი თქმით, ის კვლავ დიმიტრი მედვედევი იქნება.

 

pia.ge