ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 არასრულწლოვანია

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში. დაშავებულია 8 მგზავრი, აქედან 4 არასრულწლოვანია.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ “ავერსის“ მარნეულის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ისინი დამატებით სამედიცინო გამოკვლევების მიზნით კვლავ კლინიკაში რჩებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ ოპელის მარკის ავტომანქანის მძღოლი სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს ცუდად გახდა , რის გამოც მან საჭე ვერ დაიმაორჩილა და იგი ჯერ ფეხით მოსიარულეებს შემდეგ კი ავტომანქანას დაეჯახა.

შეჯახების შედეგად 5 ავტომანქანა დაზიანდა.ფაქტს შინაგან საქმეთა სამინსტროს პოლიციის განყოფილება სწავლობს.

 

 

pia.ge