ხანძარი კაფეში, არიან დაღუპულები

ირანის ქალაქ ახვაზის ერთ-ერთ კაფეში ხანძარი მოხდა, რომლის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 6 დაშავდა.

სააგენტო „თასნიმის“ ინფორმაციით, ხანძარს წინ ძლიერი აფეთქება უძღოდა, რომელიც სავარაუდოდ, გაზის ბალონებმა გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სახანძრო სამსახურმა ათობით ადამიანის გადარჩენა მოახერხა.

 

pia.ge