ქმარმა 90 წლის ცოლი ეჭვიანობის გამო მოკლა

სოფელ ბოდბისხევში ქმარმა  90 წლის ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების თქმით, ქმარმა ცოლი საკუთარ სახლში, სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობას კი წინ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი უძღოდა. მეზობლების თქმით, მკვლელობა  ეჭვიანობას უკავშირდება.

შსს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.
 სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გ.გუმბერიძე ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

news.coa.ge