ზუგდიდში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ზუგდიდში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები მერიის გაფრთხილების მიუხედავად ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მათი თქმით, მათთან მერიის ზედამხედველობის სამსახური მოვიდა და გააფრთხილა, იმ შემთხვევაში თუ ნებით არ დატოვებენ მიმდებარე ტერიტორიას, იძულებით დაატოვებინებენ.

ზუგდიდის მერია წლების განმავლობაში ცდილობდა აღნიშნული ტერიტორიის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებას, მათ ალტერნატიული ფართიც კი შესთავაზეს, თუმცა, გარემოვაჭრეები არ დაემორჩილნენ.

 

imedinews.ge