კოლუმბიაში ავტობუსი ხრამში გადაიჩეხა, დაღუპულია 13 ადამიანი

კოლუმბიის ჩრდილოეთით, სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადაიჩეხა.

ავტობუსში მყოფი 13-ვე ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე მეწყერის გამო ვერ დაიმორჩილა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

 

pia.ge