აფეთქება შვედეთის ქალაქ მალმოში

აფეთქება მოხდა შვედეთის ქალაქ მალმო-ში. ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე უცნობმა პირებმა ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქების ტალღამ ახლომდებარე სახლების ფანჯრები ჩაამსხვირა და შენობის ფასადი დააზიანა.

ეს, ბოლო კვირის განმავლობაში ქალაქში მომხდარი მეორე აფეთქებაა. რამდენიმე დღის წინ ქალაქის პოლიციის შენობას უცნობმა პირებმა ხელყუმბარა ესროლეს. 

 

rustavi2.ge