ნიუ იორკში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

3 ადამიანი დაშავდა სროლის შედეგად ნიუ იორკში. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, მანჰეტენზე მოხდა. 2-მა უცნობმა მამაკაცმა ქუჩაში მდგომ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მომხდარი კრიმინალური გარჩევა იყო და თავდამსხმელების სამიზნე კონკრეტული პირი იყო.

დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

 

rustavi2.ge