სიდნეიში მატარებელი დამცავ ჯებირს შეეჯახა - არიან დაშავებულები

სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა სიდნეიში ავარიის შედეგად - მატარებელი ლიანდაგის ბოლოს მდგარ დამცავ ჯებირს შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან 5-ის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მატარებლის მუხრუჭის გაუმართაობა გახდა.

 

rustavi2.ge