პრაღაში სასტუმრო Euro stars David-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

4-მდე გაიზარდა პრაღაში სასტუმრო Euro stars David-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ექიმების შეფასებით 3 მათგანის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

ცეცხლი, ქალაქის ცენტრში მდებარე 4 ვარსკვლავიან სასტუმროს კვირას ღამით გაუჩნდა. შენობაში ამ დროს 50 ადამიანი იმყოფებოდა. გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.

 

rustavi2.ge